• Geo
  • Eng
29.02.2012
ირაკლი ძარიას სანაკრებო დებიუტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა და მინიმალური ანგარიშით 2:1 სძლია. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში დინამოელ ირაკლი ძარიას სანაკრებო დებიუტი ჰქონდა, რომელიც შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ჩაერთო თამაშში. კიდევ ერთი დინამოელი – გიორგი ლორია კი შეხვედრის ბოლომდე თადარიგში მყოფ ფეხბურთელთა შორის დარჩა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024