• Geo
  • Eng
26.02.2012
გოგიტა გოგუა - დიდი ანგარიშით დამსახურებულად მოვიგეთ

ბაიასთან დიდი ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში, დინამოს შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენი გუნდის ახალწვეული გოგიტა გოგუა გახლდათ. გოგიტამ გოლის გატანაც შეძლო, სამჯერ პარტნიორებს ასისტენტობა გაუწია და მის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის 11-მეტრიანი დარტყმაც დაინიშნა.

გოგიტა გოგუა - პირველ ტაიმში ბაია მომეწონა. საერთოდ მეორე ნომრად მოთამაშე მეტოქის კარში, რომელსაც ათი ფეხბურთელი იცავს რთულია გატანა. მეორე ნახევარში ჩვენი თამაში დავიჭირეთ და დიდი ანგარიშით დამსახურებულად მოვიგეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024