• Geo
  • Eng
27.01.2012
დინამოს მეტოქე – შვეიცარიული იანგ ბოიზი

ესპანურ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი Football Impact Cup 2012-ის გათამაშებაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი, აღნიშნულ ტურნირზე, მეხუთე ადგილისთვის შვეიცარიულ იანგ ბოიზს გაეჯიბრება.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

დინამოელების მსგავსად, ესპანურ შეკრებაზე მყოფი იანგ ბოიზი საკუთარ ჩემპიონატში სეზონის განახლებას ელის. 2011/2012 წლების ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, ჩვენი გუნდის დარად, შვეიცარიელებიც ფლეი–ოფში გამოეთიშნენ. ორ რაუნდიან დაპირისპირების ბედი ბერნში გადაწყდა, სადაც სტუმრად ნულოვანი ფრის შემდეგ, იანგ ბოიზი პორტუგალიურ ბრაგას დაუზავდა – 2:2 და სტუმრად გატანილი გოლების წყალობით მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება პორტუგალიელებს ხვდათ წილად. შვეიცარიულ სუპერ ლიგაში ჩატარებული 18 შეხვედრის შემდეგ, კრისტიან გროსის შეგირდებმა 27ქულას მოუყარეს თავი და სეზონის მეორე ნახევრის განახლებას მესამე ადგილიდან ხვდებიან. მიმდინარე სეზონში იანგ ბოიზს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში იბრძოლებს წარმატების მისაღწევად. ბერნული გუნდი 2011 წლის მიწურულს შვეიცარიის თასის გათამაშებას პენალტების სერიით გამოეთიშა. იანგ ბოიზი ჩელენჯ ლიგის ბინადარ ვინტერთურთან დამარცხდა. იანგ ბოიზს ევროთასებზე მოსახვედრად ჩემპიონატში ნაჩვენები დადებითი რეზულტატი ესაჭიროებათ – ევროასპარეზზე გასვლა კი ბერნელთა უმთავრესი მიზანი გახლავთ.

მწვრთნელი და გუნდი:

იანგ ბოიზის მთავარი მწვრთნელი, შვეიცარიელი კრისტიან გროსი არის, რომელიც სხვა და სხვა დროს გრასჰოპერსის, ბაზელისა და შტუტგარტის მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა.  წარსულში წარმატებული ფეხბურთელი, 57  წლის გროსი საკმაოდ ტიტულოვანი მწვრთნელი გახლავთ. კრისტიან გროსმა ციურიხის გრასჰოპერსთან ერთად ორჯერ მოიგო შვეიცარიის ჩემპიონატი, ერთხელ კი შვეიცარიის თასს დაეუფლა.  აღსანიშნავია, რომ გროსი პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასაწყისში, ორი სეზონის განმავლობაში სწორედ გრასჰოპერსის ღირსებას იცავდა. 1999 წლიდან – 2009 წლამდე შვეიცარიელი სპეციალისტი ბაზელის სათავეში იმყოფებოდა, სადაც მან შვეიცარიის თასის ოთხჯერ და ჩემპიონატის ხუთჯერ მოგება მოახერხა. 2008 წელს იგი შვეიცარიის წლის საუკეთესო მწვრთნელადაც იქნა აღიარებული. შვეიცარიასთან ორწლიანი განშორების შემდეგ, გროსი კვლავ დაბრუნდა სამშობლოში სამუშაოდ და იანგ ბოიზთან ერთად ახალი მიზნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

შვეიცარიული გუნდის ძლიერ მხარეს შედეგიანი თავდასხმა წარმოადგენს. ზამბიელი ფორვარდი და შვეიცარიელი ნასიმ ბენ ხალიფა ხშირ შემთხვევაში მეტოქე გუნდის მცველთათვის გადაუჭრელ პრობლემად რჩებიან. მიმდინარე სეზონში ზამბიელი ფორვარდის ანგარიშზე 7 გატანილი გოლი არის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გუნდმა გამოცდილი ფორვარდი, არგენტინელი რაულ ბობადილა დაიმატა. ასაკის მიუხედავად, კრისტიან გროსის გუნდში, საფეხბურთო ამინდს ახლაგაზრდა დავიდ დეგენი და მორენო კოსტანცო ქმნიან. გუნდის სუსტ მხარეს, არასტაბილურად მოთამაშე დაცვის ხაზი წარმოადგენს. 18 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გაშვებული ბურთი სწორედ ამაზე მიუთითებს.

ისტორია და დღევანდელობა:

1898 წელს  დაარსებული იანგ ბოიზი არამარტო შვეიცარიის, არამაედ კონტინეტის ერთ–ერთ უძველეს გუნდად მიიჩნევა. კლუბის ისტორიულ ფერეი შავ და ყვითელ არის. ბერნში დაარსებული სპორტულმა კლუბმა პირველ სასახელო გამარჯვებას 1903 წელს მიაღწია, როდესაც იანგ ბოიზმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოპოვა. შვეიცარიის თერთმეტგზის ჩემპიონმა, შვეიცარიის თასის ექვსგზის ტრიუმფატორმა, შვეიცარიის ლიგის თასის მფლობელმა და კოპა დელ ალპის გამარჯვებულმა უკანასკნელი ტიტული 1987 წელს მოპოვა – ბერნში შვეიცარიის თასის მოგება აღნიშნეს. შვეიცარიულ იანგ ბოიზში სხვადასხვა დროს ევროპაში სახელგანთქმულ ფეხბურთელებსაც აქვთ ნათამაშები – სტეფანი შაპუიზა, ჰაკან იაკინი და სეიდუ დუმბია ბერნული კლლუბის გელშამატკივართათვის დაუვიწყარ ფეხბურთელებად დარჩებიან.

მეტოქე და ჩვენ:

დინამო თბილისი პოლონურ კრაკოვიას Football Impact Cup 2012-ის ფარგლებში პირველად დაუპირისპირდება, აქამდე ჩვენი გუნდი იანგ ბოიზს არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ შეხვედრაში არ დაპირისპირებია. ერთადერთი შვეიცარიული გუნდი, რომელთანაც დინამო თბილისს უთამაშია გრასჰოპერსი არის. თბილისელი ფეხბურთელები შორეულ 1977 წელს დაუპირისპირდნენ პირველად და უკანასკნელად შვეიცარიულ კლუბს და ორი მატჩის ჯამში 1:4 (1:0 / 0:4) დამარცხდნენ.

იანგ ბოიზის სავარაუდო შემადგენლობა:

ვოლფი – ვეშკოვაჩი, გონსალესი, ალილოვსკი, ლინგანი – დეგენი, ნუცოლო, კონსტანცო, ტოსეტი – მაიუკა, ბობადილა

დასასრულს შეგახსენებთ, რომ იანგ ბოიზისა და დინამოს დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის ტექსტური LIVE-ს ხილვა ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024