• Geo
  • Eng
27.01.2012
მიკელ ალვარო – ჩემპიონტის პირველივე შეხვედრას საჭირო კონდიციებში უნდა შევხვდეთ

მიკელ ალვარო - ძალიან კარგი შეკრებაა. ყველა პირობაა მოსამზადებლად: კარგი მოედნები, სასტუმრო, ამინდი. ბარსელონაში ოჯახის წევრებმაც ჩამომაკითხეს - მეუღლემ და მშობლებმა. ჩემი აზრით ძალიან ძლიერი შევსება მივიღეთ. შეკრებაზე თამაშების შედეგი არ არის მთავარი. ჩვენი მიზანია, ჩემპიონატის პირველივე შეხვედრას საჭირო კონდიციებში შევხვდეთ. ხვალ იანგ ბოიზთან შეხვედრა გვიწევს. ეს უფრო მაღალი დონის მეტოქეა და მათთან დაპირისპირებისას გამოჩნდება ჩვენი მომზადების ხარისხიც. ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერთან ჩამორჩენა დიდია. ტიტულის მოსაპოვებლად პრაქტიკულად ყველა მატჩის მოგებაა საჭირო, რაც ცხადია ძალიან რთული იქნება, მაგრამ შანსი არის და ამ შანსის მაქსიმალურად გამოყენებას უნდა შევეცადოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024