• Geo
  • Eng
24.01.2012
მაისურაძის შეგირდებმა ფინალი გაინაღდეს

ბელორუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, რომლებმაც პირველ შეხვედრაში მასპინძლებს 4:3 სძლიეს, ბელგიის გუნდი 4:2 დაამარცხეს და ფინალურ მატჩში ასპარეზობის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვეს. ბელგიელებთან შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ხუთი დინამოელი მოთამაშეც იცავდა: ოთარ კაკაბაძემ, გიგა სამხარაძემ, ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა, თორნიკე მაჭავარიანმა და ივანე წილოსანმა ჯვაროსანთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

25 იანვარს საქართველო ლატვიის ნაკრებს დაუპრისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024