• Geo
  • Eng
03.08.2011
რუნარ კრისტინსონის პრესკონფერენცია

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში რეიკიავიკის მთავარი მწვრთნელი რუნარ კრისტინსონი ჟურნალისტებს შეხვდა. 
რუნარ კრისტინსონი – შინ 1:4 მარცხის შემდეგ მშვენივრად გვესმის, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი უმცირესია. გამომდინარე აქედან, თბილისში მხოლოდ 15 ფეხბურთელით ჩამოვედით, ბოლო ერთ თვეში მეცხრე მატჩის გამართვა გვიწევს და 4 მოთამაშეს დასვენების საშუალება მივეცით. დინამოს მიმართ დიდი სიმპათიის მიუხედავად, ჟილინა შესაძლოა უფრო ძლიერი გუნდიც იყოს. სლოვაკებთან შეხვედრის დროს უფრო უკეთ ვიყავით მომზადებული, რეალიზაციაც კარგი გვქონდა. დინამომ კი ტექნიკით გვაჯობა და ჩვენგან განსხვავებით საგოლე მომენტებიც სრულად გამოიყენა. ცხადია ხვალინდელ შეხვედრაზე ჩვენთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაც მოახდენს ზეგავლენას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024