• Geo
  • Eng
13.01.2012
დინამოელები 17-წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ვასილ მაისურაძის შეგირდები ბელორუსში გამგზავრებამდე დასკვნით შეკრებას თბილისში გამართავენ, 19 იანვარს კი გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გაფრინდებიან. 17–წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ამავდროულად დინამო თბილისის აკადემიის თავკაცი გახლავთ, მოზარდ ჯვაროსანთა რიგებში ექვს დინამოელს უხმო: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, თორნიკე მაჭავარიანი და ივანე წილოსანი მინსკის ტურნირზე თანაგუნდელებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024