• Geo
  • Eng
26.12.2011
დინამოს აკადემია ნახევარფინალშია

დღეს, სამედიცინო უნივერსიტეტის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ბენდელას თასის გათამაშების მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. დინამო თბილისის აკადემია გორელ თანატოლებს შეხვდა და დიდი ანგარიშით 6–0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ოთხ ჩატარებულ შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქის კარში 19 გოლი გაიტანეს და საკუთარში მხოლოდ ერთი მიიღეს. ვალერი გაგუას შეგირდები  ნახევარფინალში, ქუთაისის ავაზას დაუპირისპირდებიან. მატჩი 27 დეკემბერს, სამედიცინო უნივერსიტეტის მოედანზე 13:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელი დღის ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024