• Geo
  • Eng
25.12.2011
მეოთხედფინალში გორთან

დღეს, სამედიცინო უნივერსიტეტის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრები გაიმართა. დინამო თბილისის აკადემია მეოთხედფინალში ქულათა მაქსიმუმით გავიდა. 2000 წელს დაბადებულთა გუნდმა ბოლო ტურის შეხვედრა ჩემპიონთან გამართა და 3:0 იმარჯვა. მოზარდი დინამოელები 1/4 ფინალში გორს დაუპირისპირდებიან. მატჩი 26 დეკემბერს, სამედიცინო უნივერსიტეტის მოედანზე 11:00 საათზე გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024