• Geo
  • Eng
21.12.2011
დინამოს აკადემიის გუნდი ბენდელას თასზე

საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის 2000 წელში დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუა),აფხაზეთის ომში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირზე ითამაშებს. ბენდელას თასის ტრადიციულ XXI გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებს ჩემპიონის, მიმინოს და კასპის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. პირველ შეხვედრას ჩვენი აკადემიის ფეხბურთელები 23 დეკემბერს კასპის წინააღმდეგ გამართავენ, 24 დეკემბერს მიმინოს გაეჯიბრებიან, 25 დეკემბერს კი ჩემპიონთან შეხვედრით დაასრულებენ ჯგუფურ ეტაპს. დასასრულს გეტყვით, რომ შეხვედრები საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024