• Geo
  • Eng
20.12.2011
ნოემბრის საუკეთესო ჩისკოა

ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა, დინამოს ესპანელი ლეგიონერის, ჩისკო მუნიოსის გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში 1000–ზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა. ჩისკომ გამოკითხულთა ხმათა უმრავლესობა (261 ხმა) მიიღო, ფრანჩესკო თვის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მესამედ დასახელდა.

თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვის პარალელურად ჩვენს ვებ–გვერდზე  კიდევ ერთი ინტერაქტივი მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც გულშემატკივართა აზრით, თვის საუკეთესო გოლის გამოვლენა გახლდათ. აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეებმა,  თვის საუკეთესო გოლად ჩისკო მუნიოსის მიერ ქუთაისის ტორპედოს კატში გატანილი გოლი დაასახელეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024