• Geo
  • Eng
11.12.2011
დავით ხოჭოლავა – პირველად სასტარტოში

ფოთის კოლხეთთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

დავით ხოჭოლავა – დღევანდელი შეხვედრის შედეგზე უდიდესი ზეგავლენა, ირჟი ჰომოლას გაძევებამ იქონია. მეორე ტაიმი შედარებით უკეთესად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ ათ კაციანი დინამო სამი მცველით განაგრძობდა ასპარეზობას. მეტოქის კარში საპასუხო ბურთის გავიტანეთ, გამარჯვების გოლის შეგდება კი ვეღარ შევძელით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ფანებს, რომლებიც შეხვედრის უკანასკნელ წუთამდე გვერდში გვიდგნენ და გვამხნევებდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024