• Geo
  • Eng
10.12.2011
დინამო – კოლხეთს თორნიკე გვანცელაძე განსჯის

უმაღლესი ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დინამო არენაზე გასამართ დინამო – კოლხეთს თორნიკე გვანცელაძე განსჯის. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გვანცელაძემ იმსაჯა მეტალურგი 0–0 ვიტ ჯორჯია გახლავთ, სადაც შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ ბოლოს მცხეთაში, ვიტ ჯორჯიასთან ფრედ ნათამაშები შეხვედრა იმსაჯა. მცხეთა პარკზე ჩვენი გუნდი ვეტერინარებს დაუზავდა. ხსენებულ დაპირისპირებაში თორნიკე გვანცელაძეს, 90 წუთის მანძილზე, ორჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

თორნიკე გვანცელაძე

უმაღლესი ლიგა - 34 თამაში / 138 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 1 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024