• Geo
  • Eng
09.12.2011
ირჟი ჰომოლა – გუნდს აშკარად ეტყობა, რომ პროგრესირებს

ფოთის კოლხეთთან მოახლოებული თამაშის წინ, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენატრი დინამოს ჩეხმა ლეგიონერმა, ირჟი ჰომოლამ გააკეთა.

ირჟი ჰომოლა – ბოლო ორი შეხვედრა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა. ტორპედოსთან და გორის დილასთან დინამომ სასურველი ფეხბურთი აჩვენა. მართალია ბოლო შეხვედრის მეორე ნახევარი შედარებით სუსტად ვითამაშეთ, თუმცა გუნდს აშკარად ეტყობა, რომ პროგრესირებს. ამ ბოლო დროს გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, დახვეწა სათამაშო სტილი და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა. მსგავსი თამაშის საჩვენებლად კი დრო იყო საჭირო. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას ერთს ვიტყოდი – ეს ფეხბურთია. დღეს კარგად ჩაატარებ შეხვედრას, მომავალში კი შეიძლება ისე არ წაგივიდეს თამაში, როგორც გსურს. მოწადინებული ვარ, რომ შეხვედრიდან, შეხვედრამდე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენო – ძალიან მინდა, ჩემი კარგი თამაშით გუნდს გამოვადგე და დასახული მიზნების მიღწევაში ჩემი წვლილიც შევიტანო. ოთხშაბათ ზესტაფონთან გადადებული შეხვედრის გამართვა მოგვიწევს. მოქმედ ჩემპიონებთან სათამაშოდ მოედანზე სრული მობილიზაციით უნდა გავიდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ მატჩის მოსაგებად, თუმცა წინ კოლხეთთან თამაში გვაქვს და მხოლოდ და მხოლოდ კვირას გასამართ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებულნი, ჩვენი მიზანი მორიგი სამი ქულის მოპოვება არის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024