• Geo
  • Eng
04.12.2011
კარლეს კოტო – საკადრისი პასუხის გაცემა გვსურდა

დინამო 2–0 დილას დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის მცირედი კომენტარის გაკეთება, გორელთა კარში პირველი გატანილი გოლის ავტორს – კარლეს კოტოს ვთხოვეთ.

კარლეს კოტო – თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ დილა დაგვემარცხებინა. მათ თასის გათამაშებიდან ისე გამოგვაგდეს, რომ შეხვედრა არ მოუგიათ და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა გვსურდა. მწვრთნელის დავალება ბიჭებმა პირნათლად შევასრულეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. გატანილი გოლი კი მამაჩემს მივუძღვენი, მას 50 წლის იუბილე აქვს და შესაბამისად ჩემი ჟესტიც მისდამი იყო განკუთვნილი. რაც შეეხება მომდევნო თამაშს, სამწუხაროა, რომ დისკვალიფიკაციის გამო მომიწევს გამოტოვება, თუმცა მჯერა ჩემი თანაგუნდელების, რომ მოახერხებენ გამარჯვების მოპოვებას და პირველ ადგილის უპრობლემოდ შეინარჩუნებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024