• Geo
  • Eng
03.12.2011
დინამო – დილას ლევან კვარაცხელია განსჯის

უმაღლესი ლიგის XVI ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ დაპირისპირებას ლევან კვარაცხელია განსჯის. ბოლო მატჩი, რომელიც ლევან კვარაცხელიამ  ჩვენი გუნდის მონაწილეობით იმსაჯა, დინამო 2–3 მეტალურგი გახლავთ, სადაც შეხვედრის მონაწილეთ 7–ჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში განსაჯა, პირველ ლიგაში გამართული მერცხალი 1–0 ჭიათურა არის. ხსენებულ მატჩში კვარაცხელიამ ფეხბურთელებს ექვსჯერ ყვითელი, ხოლო ერთხელ კი წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლევან კვარაცხელიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლევან კვარაცხელია
დაბადების თარიღი: 1979 წლის 18 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 44 თამაში / 186 ყვითელი / 13 წითელი / 14 პენალტი
პირველი ლიგა - 3 თამაში / 14 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 7 თამაში / 34 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 17 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანგური მატჩები – 2 თამაში / 16 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024