• Geo
  • Eng
02.12.2011
დინამო ემზადება

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მორიგი წვრთნა გამართეს. ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ. ვარჯიშში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღიათ: ლევან კაკუბავას, ლევან ხმალაძეს, სოსო გრიშიკაშვილს და გოგა ბერაიას. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა უკვე როგორც სრულუფლებიანმა დინამოელმა, გუნდის ახალწვეულმა– მამუკა ლომიძემაც მიიღო. დინამოელებმა დღევანდელი ვარჯიში მოედნის ნახევარზე გამართული ორკარათი და კარში დარტყმებით დაასრულეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024