• Geo
  • Eng
17.11.2011
კოტე მახარაძე - 85

დღეს კოტე მახარაძის დაბადების დღეა.  კოტე მახარაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ განუმეორებელ კოტე მახარაძეს მიჰყავდა, ჩვენი გუნდის ყველა დიდი წარმატების მომტანი შეხვედრების რეპორტაჟები. იგი გახლდათ ჩვენი გუნდის პრაქტიკულად ყველა გამარჯვების მაცნე და მაუწყებელი. სექტემბრის ბოლოს ჩვენმა კლუბმა და ასოციაცია გეორგიამ,  დაუვიწყარი მეტრის ხსოვნის პატივსაცემად- კოტე მახარაძის სახელობის დინამოს თასის გათამაშება ჩაატარა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024