• Geo
  • Eng
17.11.2011
ალბერტ იაგუე - მოგების დროა

კვირას, ჩვენი გუნდი, დინამო არენაზე პრინციპულ შეხვედრას გამართავს. დინამო ქუთაისის ტორპედოს  უმასპინძლებს. ქართული კლასიკოს წინ, კომენტარის გაკეთება, ჩვენი გუნდის ესპანელ ფორვარდს, ალბერტ იაგუეს ვთხოვეთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ქუთაისელთა კარში გოლის გატანა მოახერხა.
ალბერტ იაგუე - სამწუხაროდ ქუთაისში გამართულ შეხვედრაში დავმარცხდით. პირველი 15 წუთის მანძილზე მეტოქემ მთელი ძალებით შემოგვიტია და შეხვედრის დებიუტშივე ორ ბურთით დაწინაურდნენ. გაშვებული ბურთების შემდეგ აშკარად, რომ მოვუმატეთ, სათამაშო უპირატესობაც მოვიპოვეთ, ერთი გოლი პირადად მე გავქვითე, თუმცა საბოლოოდ პრინციპული მატჩი წავაგეთ. ახლა კი ვფიქრობ მოგების დროა. უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება. ჩვენს სტადიონზე ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტებად ვითვლებით, რაც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ტორპედო მეორე ნომრად ითამაშებს. მეტოქე დაცვით ფეხბურთს აირჩევს  და კონტრშეტევებზე საკუთარი შანსის გამოყენებას შეეცდება. მთავარია შეხვედრის დებიუტში მიუტევებელი შეცდომა არ დავუშვათ. დინამოს ფანებს კი მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი აცნობიერებს ამ მატჩის მნიშვნელობას და მთელ ცხოვრებას დავტოვებთ მოედანზე, რათა პრინციპული მეტოქე დავამარცხოთ და ჩვენს აქტივს მორიგი სამი ქულა შევმატოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024