• Geo
  • Eng
16.11.2011
დინამომ ორჯერ ივარჯიშა

სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ დინამოელები საქართველოს ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას კვირას, 20 ნოემბერს გამართავენ. ჩვენი გუნდის მეტოქე, პირველობის ერთ-ერთი ლიდერი და ტრადიციული მოწინააღმდეგე ქუთაისის ტორპედო იქნება. მატჩი 18 საათზე, დინამო არენის მოედნის ახალ საფარზე გაიმართება. სამდღიანი არდადეგების შემდეგ, ფეხბურთელები მომავალი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა დღეს ორჯერადი ვარჯიში გამართეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024