• Geo
  • Eng
11.11.2011
გამარჯვება პოლონეთთან

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში, ევროპის ჩემპიონტის შესარჩევი რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი დევდარიანის შეგირდები პოლონელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 სძლიეს. მოზარდ ჯვაროსანთა რიგებში მოედანზე ერთდროულად ექვსი დინამოელი ვიხილეთ. დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ნიკა სანდოხაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი და ლაშა პარუნაშვილი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვიდნენ. გიორგი პაპავაკი შეცვლაზე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ პოლონელთა კარში გატანილი მესამე გოლის ავტორი დინამოს დუბლების კაპიტანი, ლაშა პარუნაშვილი გახლავთ. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და დინამოს დუბლების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შეხვედრის ბოლომდე სათადარიგო სკამს ორი დინამოელი შემორჩა - თევდორე კაკულიასა და ლევან ტყეშელაშვილს დღევანდელ შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემიათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024