• Geo
  • Eng
11.11.2011
დინამოელები და ახალგაზრდა ჯვაროსნები შვეიცარიაში დამარცხდნენ

10 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. სოსო ჭედიას ახალგაზრდა ჯვაროსნები შვეიცარიაში, ადგილობრივ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 0:5 წააგეს. აღნიშნულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ორი დინამოელი -  ჯაბა ჯიღაური და ნიკა კვეკვესკირი ვიხილეთ. ჯიღაური მწვრთნელის გადაწყვეტილებით 88-ე წუთზე შეიცვალა, კვეკვესკირმა კი სრულად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრას ტრავმის გამო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, დინამო თბილისის მცველი, ლევან კაკუბავა დააკლდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024