• Geo
  • Eng
03.11.2011
IFFHS-ს ვერსიით დინამო ასეულშია

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ოთხას საუკეთესო კლუბს შორის დინამო თბილისი წამყვან ასეულში იმყოფება. IFFHS–ს ვერსიით შედგენილ მსოფლიო საკლუბო რეიტინგში ჩვენი გუნდი რვა საფეხურით დაქვეითდა და ამჯერად 96-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის მონაცემების მიხედვით დინამო 88–ე ადგილზე იმყოფებოდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024