• Geo
  • Eng
31.10.2011
მიკელ ალვარო - ვალდებულნი ვართ ეს ეტაპი წარმატებით გავიაროთ

გორის დილასთან მოახლოებული სათასო შეხვედრის წინ, ჩვენი გუნდის ესპანელ ლეგიონერს, მიკელ ალვაროს, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

მიკელ ალვარო - წინ რთული თამაში გველის. მიმდინარე სეზონში დილას ორჯერ შევხვდით და ორივე მატჩი ძალზედ დაძაბულად წარიმართა. ოთხშაბათს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. დინამოს მთავარი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოპოვება არის, აქედან გამომდინარე ვალდებულნი ვართ ეს ეტაპი წარმატებით გავიაროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024