• Geo
  • Eng
30.10.2011
დინამო 2:0 სპარტაკი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი გუნდი ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. დინამოელებმა მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ალექს გარსია და ვლადიმერ ხაჩიძე ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

ალექს გარსია - პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ვიტ ჯორჯიის მთავარ მწვრთნელს, შვილიშვილის გარდაცვალება და მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო მთლიანი კოლექტივის სახელით. რაც შეეხება ჩვენ თამაშს, ვიტყოდი, რომ კარგად ვითამაშეთ. პირველი გოლი მეტოქის კარში ჩვენ გავიტანეთ და შეხვედრის სადავეებიც ხელთ ვიგდეთ.

ვლადიმერ ხაჩიძე  -  საერთო ჯამში ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ყველა თამაშში მოგებისთვის ვიბრძვით. შეხვედრა რომ მოიგო შემსრულებლები უნდა გყავდეს. დღეს დინამოს უკეთესი კლასის შემსრულებლები ჰყავს, მათ ჩვენზე მეტად გამოიყენეს შანსები, შესაბამისად შეხვედრაც მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024