• Geo
  • Eng
29.10.2011
ოთხი დინამოელი ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ჭედიამ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევროპის შესარჩევი მატჩის გასამართად შვეიცარიაში გაემგზავრება. ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის ოთხი დინამოელის გვარიც ფიგურირებს. თორნიკე ზარქუა, ლევან კაკუბავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური, ახალგაზრდა ჯვაროსნებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის დაცვას შეეცდებიან.
ჯაბა ჯიღაური - წინა თამაშის მოგების შემდეგ დინამომ ფსიქოლოგიური მომენტი გადალახა. მთელი გუნდი მომავალი მატჩის მოგებაზე არის კონცენტრირებული. ახლა ქულების დაკარგვის დრო აღარ არის, ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია და ვეცდებით დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ცხინვალის სპარტაკია არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მათთან იოლი მატჩი არ გველის, თანაც დინამოს წინააღმდეგ სათამაშოდ ყველა მოტივირებული გამოდის. ახლაგაზრდულ ნაკრებს რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდებიან. გუნდს ვერ დაეხმარებიან 19-წლამდელთა რიგებში გამოძახებული დავით ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია. შვეიცარიასთან ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობტ და ჩვენი შანსების გამოყენებას შევეცდებით. ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი კვლავ გვაქვს და მის მაქსიმალურად გამოყენებას შევეცდებით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024