• Geo
  • Eng
29.10.2011
დინამო - სპარტაკს ლაშა სილაგავა განსჯის

საქართველოს უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ ჩაატარებს, ლაშა სილაგავა განსჯის. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში გამართული სპარტაკი 1:2 დინამოს მატჩის მთავარი არბიტრიც ლაშა სილაგავა გახლდათ, სადაც მონაწილე ფეხბურთელებს შვიდჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი. უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა ტორპედო - კოლხეთის დაპირისპირება გახლავთ. სადაც მოედანზე მყოფთათვის მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლაშა სილაგავა მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================
უმაღლესი ლიგა - 58 თამაში / 180 ყვითელი / 9 წითელი / 10 პენალტი
პირველი ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 12 თამაში / 32 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 5 შეხვედრაში

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024