• Geo
  • Eng
29.10.2011
დავით ოდიკაძე - ბოლო შეხვედრაში გამარჯვება, ჩვენი წარმატების საწინდარია

დავით ოდიკაძე - გამომდინარე იქედან, რომ ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება მოგვიხდა, შედარებით გადაღლილები შევხვდით ჩემპიონატის სტარტს. ამას ცოტა უიღბლობაც დაემატა, ცოტა ჩვენც დავაკელით და სამწუხაროდ დღეს პირველ ადგილზე არა ვართ, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს და დარწმუნებული ვარ დასახული მიზნების მიღწევას შევძლებთ. ბოლო შეხვედრაში გამარჯვება ჩვენი წარმატების დასაწყისია. კონკურენტებიდან რომელიმე ერთს ვერ გამოვარჩევ. ჩემი აზრით, ყველა გუნდს, რომელიც რვა საუკეთესოში მოხვდება ექნება შანსი ტიტულისთვის ან საპრიზო ადგილისთვის იბრძოლოს.  ბოლო თამაშებში კარგად ვთამაშობდით, მომენტები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მათ გამოყენებას ვერ ვახერხებდით. ბოლო მატჩში გაგრასთან კი მეორე ტაიმში საგოლე მომენტების რეალიზაცია შევძელით და ვფიქრობ თამაშიც კარგად გამოგვივიდა. პირველ წრეში ყველაზე რთული მატჩი ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ გვქონდა, მაგრამ განმეორებითი თამაში წინ არის და ვიმედოვნებ რევანშის აღებას მოვახერხებთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიჭების სახელით ჩვენი კლუბის ვებ-გვერდის ადმინისტრატორს ირაკლი ბუხალს ვაჟის შეძენა მივულოცო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024