• Geo
  • Eng
27.10.2011
გიორგი თექთურმანიძე - ჩვენ მხოლოდ წარმატებაზე ვფიქრობთ

მომავალ შეხვედრას დინამო თბილისი, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე მცირედი ინტერვიუ ჩვენი საიტისთვის, გიორგი თექთურმანიძეს ჩამოვართვით. გიორგი 2007-2008 წლებში სწორედ სპარტაკში ასპარეზობდა.

გიორგი თექთურმანიძე: ცხინვალის სპარტაკი ტრადიციულად მებრძოლი გუნდია და ბოლო წლებში სტაბილურად ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში. მათთან თამაში ჩვენთვის არ იქნება იოლი გასეირნება და საერთოდ მინდა ავღნიშნო, რომ წლევანდელი ჩემპიონატი ფრიად დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ყველა შეხვედრის შედეგი უმნიშვნელოვანესია და ჩვენ მხოლოდ წარმატებაზე და მომავალი თამაშის მოგებაზე ვართ კონცენტრირებულები. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ გუნდის ფსიქოლგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და საკუთარი ძალების რწმენაც საბოლოოდ აღდგენილია. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, სასიამოვნო იყო მცირედი პაუზის შემდეგ მინდორზე დაბრუნება, ოღონდ აქვე ავღნიშნავ, რომ უმთავრესი გუნდი და მისი ინტერესებია.

პირველი წრე შეიძლება ითქვას, რომ არც ისე წარმატებული გამოდგა ჩვენთვის და ჩვენი მიზნების რეალიზება სრულიად ვერ მოვახდინეთ. თუმცა ყველაფერი წინაა და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამოვასწორებთ სიტუაციას. დინამოსთვის წარმატებად მხოლოდ პირველი ადგილზე ყოფნა ჩაითვლება. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024