• Geo
  • Eng
26.10.2011
ჩისკო - დასახულ ამოცანას თავი შესანიშნავად გავართვით

ზედიზედ ნათამაშები წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ, დინამო თბილისმა უსიამოვნო გამოსვლა გაგრასთან შეხვედრაში შეწყვიტა. პირველი წრის უკანასკნელი შეხვედრა ჩვენი გუნდის  დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელი შეხვედრის გმირს, ორი გატანილი გოლის ავტორს, ჩისკო მუნიოსს შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ჩისკო - ჩვენთვის მთავარი ამ შეხვედრის მოგება იყო და მოხარული ვარ, რომ დასახულ ამოცანას თავი შესანიშნავად გავართვით. მიუხედავად წარუმატებელი თამაშებისა, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ეს ძალიან მახარებს. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო გაგრელთა დასამარცხებლად. მოხარული ვარ, რომ გათამაშების ბომბარდირთა დავაში ჩემი სახელიც ფიგურირებს. ის, რომ მე გოლები გამაქვს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ არა მათი კარგი თამაში, ასე ხშირად მეტოქეთა კარის აღება გამიჭირდებოდა. თუმცა ვთვლი, ჩემი პირადი მიღწევები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი დინამოს წარმატება არის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024