• Geo
  • Eng
23.10.2011
დინამო vs გაგრა - ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში დინამო თბილისი გაგრას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აქამდე ამ გუნდებს ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთთან შვიდჯერ უთამაშიათ. დინამოს უპირატესობა ზღვისპირელებთან მიმართებაში აშკარაა. ხუთი თამაში თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი შეხვედრა მორჩა ფრედ და მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 12-3 დინამოს სასარგებლოდ. ერთადერთი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პიველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 1-2 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024