• Geo
  • Eng
15.10.2011
დინამო მეტალურგს მესხზე უმასპინძლებს

დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დინამო თბილისი საშინაო შეხვედრას რუსთავის მეტალურგთან, ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. აღნიშნული შეხვედრის პირდაპირ ეთერში ხილვა კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მეშვეობით იქნება შესაძლებელი – რეპორტაჟი 18:00 საათზე დაიწყება.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დინამომ მიხეილ მესხზე მასპინძლის სტატუსით ითამაშა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 2010 წლის 26 ნოემბერს, დინამომ ბოლნისის სიონი 2:0 დაამარცხა, გატანილი გოლებით თავი მათე ვაწაძემ და ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინეს. მიხეილ მესხის სტადიონზე დინამომ – მეტალურგს უკანასკნელად 2009 წლის  13 სექტემბერს უმასპინძლა და კოკისპირულ წვიმაში გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა. დინამომ მომავალი მეტოქე 4:0 გაანადგურა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024