• Geo
  • Eng
28.06.2014
მარცხი გერმანელებთან

ჰოლანდიურ შეკრებაზე მყოფმა დინამომ დღეს გერმანიაში, კერძოდ- დიუსელდორფში ყოფილი რაინშტადიონის ადგილზე აშენებულ ესპრიტ არენის მიმდებარე ერთ-ერთ მოედანზე, სპარინგი ადგილობრივ ფორტუნასთან გამართა, რომელმაც გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მე-6 პოზიცია დაიკავა. მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

გერმანელებმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და მათი პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა. ლორიასთან პრაქტიკულად ერთი-ერთზე დარჩენილმა ჰოფერმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში. დინამოელებმა მალე მოახერხეს თამაშის გათანაბრება, რამდენიმე ძალიან სახიფათო სტანდარტის დარტყმის შესაძლებლობაც მიიღეს, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები მეტწილად ახერხებდნენ ბურთის კონტროლს, ფორტუნას შეტევები უფრო სახიფათო გახლდათ და ლორიასაც რამდენჯერმე მოუწი თამაშში ჩართვა. მის ვიზავისაც მოუხდა საშუალო და შორი დისტანციიდან დარტყმული ბურთების მოგერიება.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის მწვრთნელმა- მიხალ ბილეკმა და ოლივერ რეკმა მნიშვნელოვნად გადაახალისეს შემადგენლობა. მეორე ნახევარში სახიფათო მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა. მხოლოდ დასაწყისში მოუწია მიგინეიშვილს სახიფათო დარტყმის მოგერიება და რენზინგს შორი დისტანციიდან დარტყმულის აღება. საბოლოოდ ავსტრიელი ფორვარდის- ერვინ ჰოფერის მე-3 წუთზე გატანილი ბურთი ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში, რომელიც კოკისპირული წვიმაში წარიმართა.

შეხვედრას დინამოელებთან ერთად თვალს ლევან ყენიაც ადევნებდა, რომელმაც გასული სეზონი, სწორედ დიუსელდორფის ფორტუნაში გაატარა.

დინამო: ლორია (46-მიგინეიშვილი), ხურცილავა (65-პაპავა), ხიდეშელი (46-გველესიანი), დოსოუდილი (46-თოთაძე), კვირკველია (46-შერგელაშვილი), ჯანელიძე (46-ცინცაძე), ძარია (65-ლობჟანიძე), პაპუნაშვილი (65-გრიგალაშვილი), მერებაშვილი (65-პარუნაშვილი), მარცვალაძე (65-ჩირგაძე), ჯორდა (65-ჩირგაძე)

შეხვედრაშო მინაწილეობა არ მიუღიათ- დაუშვილს, გორგიაშვილს და ჯიღაურს.

ფორტუნა: უნაშტალი, ვებერი, სუარესი, ბოცეკი, შმიტკალი, გარტნერი, ლინდლი, პოინპალო, ბენშოპი, შმიცი, ჰოფერი

მეორე ტაიმში გამოვიდნენ: მეკარე რენზინგი, ბომჰეუერი, ბელნგჰაუზენი, ლამბერტსი, გიანიოტასი, გოლაი, შაფერთი, ავევოა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024