• Geo
  • Eng
28.06.2014
ჩვენი მეტოქე - ფორტუნა დიუსელდორფი

დღეს დინამო თბილისი ჰოლანდიურ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩს გამართავს. თბილისელების მეტოქე მეორე ბუნდესლიგის - ფორტუნა დიუსელდორფი იქნება.

 

  

 

ფორტუნა 1895 წელს დაარსდა და კლუბის ფერებად წითელ-თეთრი ითვლება. ფორტუნა საშინაო შეხვედრებს- ესპრიტ არენაზე მართავს, რომელიც 2004 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა. სტადიონის ტევადობა 54 600 მაყურებელია.

 

 

1933 წელს ჩვენმა მომავალმა ოპონენტმა პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვა გერმანიის ჩემპიონის ტიტული. 1979 და 1980 წლებში წითლებმა ორჯერ ზედიზედ გერმანიის თასი აღმართეს. დასრულებული სეზონი ამ გუნდში ქართველმა ლეგიონერმა, ლევან ყენიამ გაატარა. გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ამ წლიდან ცნობილი, ვეტარანი, გერმანელი მეკარე- ოლივერ რეკი მუშაობს. 2013/14 მეორე ბუნდესლიგის სეზონი დიუსელდორფის ფორტუნამ მეექვსე ადგილზე დაასრულა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024