• Geo
  • Eng
27.06.2014
გივი ჩოხელი – 77

დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული მცველი– გივი ჩოხელი 77 წლის გახდებოდა.ს პორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, სსრკ–ს პირველობის ორგზის ბრინჯაოს მფლობელი. დინამო თბილისის რიგებში ასპარეზობის დროს, 1957–1963 წლებში ჩაატარა 207 შეხვედრა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა. 1969–1970 და 1974 წლებში იყო ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი. გივი ჩოხელი 1994 წელს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024