• Geo
  • Eng
25.06.2014
გიორგი პაპავა - იდეალური ადგილია მოსამზადებლად

ჰოლანდიური შეკრება დაიწყო. მეორე უცხოურ შეკრებაზე ჩვენი პირველი რესპოდენტი დინამოს და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი პაპავა იქნება. თემები- შეკრება, მომავალი მეტოქე და მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი შეხვედრებია.

გიორგი პაპავა - იდეალური ადგილია წყნარად და მშვიდად მოსამზადებლად. მშვენიერი ბუნება, გრილი ჰავა, ხარისხიანი მოედანი, ყველა საჭირო ინვენტარი, კომფორტული გარემო სავარჯიშოდ და მოსამზადებლად.

აქტობე კარგი გუნდია. ჩემპიონატი მიმდინარეობს და ერთპიროვნული ლიდერია. რთული თამაშები გველის. კარგად უნდა მოვემზადოთ და ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

მსოფლიოზე დღევანდელ შეხვედრებში ვფიქრობ არგენტინა, ირანი, საფრანგეთი და შვეიცარია მოიგებენ.

არგენტინა - ნიგერია  1

ირანი - ბოსნია  1

შვეიცარია - ჰონდურასი  1

საფრანგეთი - ეკვადორი  1

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024