• Geo
  • Eng
13.10.2011
დინამოელთა არჩევანი

დღეს დინამო არენაზე, საპრესკონფერენციო დარბაზში დინამოს ფეხბურთელებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.

FIFPro - პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ფეხბურთელთა შორის გამოკითხვას, რომლის მიზანიც წლის საუკეთესო ფეხბურთელების გამოვლენა გახლავთ.  საქართველო წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული ნაკრებისა და ევროტურნირებზე მონაწილე ქართული გუნდები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ. გამოკითხვაში მხოლოდ ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას, მათ თერთმეტი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება მოუწევთ და 4-3-3 ფორმაციის გუნდს შეადგენენ. საქართველოში გამოკითხვას ჟურნალი ათიანი ატარებებს.

გასულ წელს FIFPro-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ ლიონელ მესი დასახელდა. 2011 წლის FIFPro-ს რჩეული ფეხბურთელის ბედს წელს დინამოელებიც გადაწყვეტენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024