• Geo
  • Eng
13.06.2014
დინამოს ჩისკო და პაპუნაშვილი შეუერთდნენ

თურქულ შეკრებაზე დინამოელებს დღესაც ორჯერადი ვარჯიში აქვთ. დილით 45 წუთის მანძილზე გუნდი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა, შემდეგ კი ფეხბურთელებმა 45 წუთი საფეხბურთო მოედანზე დაჰყვეს, სადაც აქცნეტი ძალასა და გამძლეობაზე, ბურთთან ერთად მუშაობაზე გაკეთდა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა ჩისკო მუნიოსმა, რომელიც თურქეთში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. დღეს დილით გუნდს გიორგი პაპუნაშვილიც შეუერთდა, რომელიც პირველ ვარჯიშს საღამოს ჩაატარებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024