• Geo
  • Eng
18.05.2014
დინამოელები ელიტ ლიგაშიც ლიდერობენ

ელიტ ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს აკადემიის 14 და 13 წლამდელთა გუნდები საბურთალოს შესაბამის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ. ორივე შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.

ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით- 1:0 აჯობეს მეტოქეს. გამარჯვების მომტანი გოლი ცერცვაძემ გაიტანა. დინამოელებს 21 შეხვედრაში 2 ფრე და 19 მოგება დაუგროვდათ, 117/7 ბურთების ბალანსით. გოჩაშვილის გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება.

ოთარ გაგნიძის გუნდმა საბურთალოს ორი უპასუხო გოლით აჯობა. თავის გამოჩენა ჩიქოვანმა და ხარაბაძემ მოახერხეს. 13 წლამდე დინამოელებს ამ დროისთვის ტურნირში მაქსიმალური შედეგი აქვთ. 23 მატჩიდან - 23 მოგება. 114 გატანილი და 10 მიღებული ბურთი. შესაბამისად გაგნიძის გუნდიც პირველადგილოსანია.

საბურთალო U-14   0:1   დინამო U-14

დინამო U-14: გურგენიძე, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, თაგვაშვილი, სამსონია (ბერიძე), კუცია, ჯიქია (გრიგოლია), სართანია (ბადაშვილი), კოკაია

დინამო U-13   2:0   საბურთალო U-13

დინამო U-13: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი (საღირაშვილი), ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, გულდედავა (მამფორია), დავითაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024