• Geo
  • Eng
07.10.2011
დინამოელები 17-წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომლის თავკაციც დინამო თბილისის დუბლების მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი გახლავთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის სამზადისს შეუდგა. საწვრთნელ–სასელექციო შეკრების მთავარი მიზანი, ნოემბერში, თურქეთში გასამართი ევროშესარჩევი ტურნირისთვის სათანადოდ მოზადებაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ჯვაროსანთა გუნდში რვა დინამოელი ფეხბურთელი არის გამოძახებული - თედო კაკულია, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლევან ტყეშელაშვილი, ნიკა სანდოხაძე, არჩილ ტვილდიანი და ოთარ დოლიძე თანაგუნდელებთან ერთად, საქართველოს სახელის ღირსეულად წამორჩენისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ 19–წლამდელთა ევროშესარჩევი ტურნირი 11–16 ნოემბერს, თურქეთში გაიმართება. ჩვენი ნაკრები მე–9 ჯგუფშია და თურქეთის, პოლონეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024