• Geo
  • Eng
18.03.2014
თემურ ქეცბაია – 46

დღეს დინამოსა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშის– თემურ ქეცბაიას დაბადების დღეა. ვეტერან ნახევარმცველს 46 წელი შეუსრულდა. თემური დინამოში 1987 წლიდან 1992 წლამდე ასპარეზობდა და ამ პერიოდში 149 ჩატარებულ შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. არის საქართველოს ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი (1990, 91) და ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1990, 97). საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა და დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

დინამოელები ვულოცავთ თემურს იუბილეს და წარმატებებს ვუსრვებთ მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024