• Geo
  • Eng
25.09.2011
შოთა კაშია დაბრუნდა

ერთ–ერთი ყველაზე სტაჟიანი დინამოელი, შოთა კაშია იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. შოთამ ბოლო მატჩი სლოვენიურ შეკრებაზე, ლუგანსკის ზარიასთან ჩაატარა და ტრავმის გამო ექვსი თვე მოედნის მიღმა გატარება მოუწია. დღეს კი მერანთან შეხვედრაში კაშიამ შეცვლაზე ითამაშა.

შოთა კაშია - ძალიან მიხარია, რომ დიდი ხნის განშორების შემდეგ დინამოს და მოედანს დავუბრუნდი. თითქმის ექვსი თვე მომიწია უქმობა. ამ პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი გუნდისგან დიდ ყურადღებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ალექს გარსიას, რომელიც ძალიან მენდობა. ვეცდები ეს ნდობა გავამართლო და ჩემს მშობლიურ გუნდს სარგებლობა მოვუტანო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024