• Geo
  • Eng
22.09.2011
გიორგი ლორია – ჩვენი ამოცანა პირველივე შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვებაა

ჩვენი გუნდის მეტოქე საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში გორის დილა იქნება. გორელებს დინამოელები 10 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ტურში შეხვდენენ და სტუმრად 2-1 მოიგეს. კენჭისყრის შედეგების კომენტარი, ჩვენი გუნდის მეკარეს გიორგი ლორიას ვთხოვეთ.
გიორგი ლორია – შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს კარგად ვიცნობთ. დილას რამდენიმე დღის წინ შევხვდით და რთულ ბრძოლაში მოვუგეთ. ჩვენი ამოცანაა პირველივე შეხვედრაში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და განმეორებით მატჩს, გორში კომფორტულად შევხვდეთ. მართალია, ფაქტიურად ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში და ცოტა გადაღლილებიც ვართ, რადგა ზედიზედ შორეული გასვლები მოგვიწია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ, ჩვენ საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და ჩვენი ვალია ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულება შევძლოთ და დინამოს გულშემატკივარი გავახაროთ.

 

P.S მარტვილის მერანთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, გიორგი ლორია გორის დილასთან შეხვედრას გამოტოვებს

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024