• Geo
  • Eng
21.09.2011
ლევან კაკუბავა - ქუთაისში ყოველთვის ძნელია თამაში

ტორპედო - დინამოს მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის ცენტრალურ მცველს ლევან კაკუბავას ვთხოვეთ შეხვედრის შესახებ მცირე კომენტარის გაკეთება.

ლევან კაკუბავა - როგორც ველოდით რთული თამაში იყო. ქუთაისში ყოველთვის ძნელია თამაში. სამწუხაროდ დავმარცხდით, კარგი იქნებოდა გამოტოვებულ შეხვედრაში ქულები აგვეღო. გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს, ზესტაფონს 5 ქულით ჩამოვიტოვებდით. ყველაფერი წინ არის და ვიმედოვნებ რომ დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმს ავიღებთ და პირველ წრესაც პირველ ადგილზე დავასრულებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024