• Geo
  • Eng
19.09.2011
დინამო გალიდერდა

დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების ცხრილის სათავეში დაბრუნდა. ზუგდიდში ფოთის კოლხეთთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 13 ქულას მოუყარა თავი და მისთვის ჩვეულ პირველ ადგილზეც გადავიდა.

კონკურენტმა გუნდებმა  დინამოს  წინსვლას უნებურად თავადაც შეუწყვეს ხელი. მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ბაია შინ ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრაში დამარცხდა, ჩვენ გუნდს წინმიმავალი გზა კიდევ უფრო გაუთავისუფლდა და დინამოს მდევართა რაოდენობა ექვსი გამართული ტურის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, ქუთაისის ტორპედომ ვერ მოახერხა შინ მინიმუმ ქულით დაბრუნება. ქუთათურები რუსთავში ფოლადის სტადიონზე მეტალურგთან დამარცხდნენ. დიმიტრი ტატანაშვილის დუბლმა ქუთაისური გუნდის მწვრთნელთა ტანდემი შეიწირა. ჩვენს წინააღმდეგ ტორპედოს მოედანზე კი გიორგი სუხიაშვილი გამოიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ექვსი გამართული ტურის შემდეგ დინამო თბილისს ერთი მატჩი აქვს თადარიგში, რომელსაც ჩვენი გუნდი 21 სექტემბერს ქუთაისში, ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024