• Geo
  • Eng
17.09.2011
კოლხეთი VS დინამო - მატჩის შემდეგ

კოლხეთი - დინამოს მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარ მმწვრთნელს განვლილი შეხვედრის შესახებ მცირე კომენტარები ვთხოვეთ.

ალექს გარსია - ჩაკეტილი თამაში იყო. პირველ ტაიმში მომენტები და კარის აღების შანსი არ გვქონია, პირიქით მეტოქემ შექმნა ხიფათი ჩვენ კართან. მეორე ნახევარში თამაში გაიხსნა და 3 ქულის მოპოვებაც შევძელით. ჩვენი მთავარი მიზანი მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირება გახლავთ, ამჯერად გოლები მეორე ნახევარში გავიტანეთ.

სოსო ფილია - პირველ რიგში ვულოცავ დინამოს გამარჯვებას. დინამო კლასით და ოსტატობით ჩვენზე მაღლა დგას. ნეიტრალურ მოედანზე თამაშმა, კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ამოცანა. ვცდილობდით საკუთარ ნახევარზე გვეთამაშა და მეტოქისთვის ფლანგებიც გადაგვეკეტა,  პირველ ტაიმში გამოგვივიდა, მეორე ტაიმში კი უკვე ვეღარ ვასწრებდით დინამოელებს და სივრცეები გაჩნდა, რამაც განაპირობა ჩვენი მარცხი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024