• Geo
  • Eng
15.09.2011
დინამო მზადებას განაგრძობს

დინამო თბილისი ფოთის კოლხეთთან მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს. დინამოელეთა მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ალექს გარსიას გადაწყვეტილებით გუშინ ჩვენმა გუნდმა ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა. დღეს და ხვალ ფეხბურთელები თითო ვარჯიშს გამართავენ. დინამოელები დედაქალაქიდან პარასკევს, 16 აგვისტოს 16:00-ზე გაემგზავრებიან და მატჩამდე ანაკლიის სასტუმრო ანაკლიაში დაბინავდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024