• Geo
  • Eng
15.09.2011
17 სექტემბერი - ტრიუმფალური სვლის დასაწყისი

ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩს 17 სექტემბერს გამართავს. დინამოს 17 სექტემბერს  რამდენიმე საინტერესო შეხვდრა აქვს გამართული. ამ დღეს ეროვნულ ჩემპიონატში დინამოს 6 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან გუნდმა 5-ჯერ გაიმარჯვა და ერთხელ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი მარცხი დინამომ ზუგდიდში ადგილობრივ ოდიშთან განიცადა, მე-3 ჩემპიონატის მე-7 ტურში. გამარჯვებებიდან კი აღსანიშნავია გამარჯვება ქუთაისის ტორპედოსთან 5:1 და თბილისის მერანთან 6:0.
სსრკ-ს პირველობაზე 17 სექტემბერს დინამომ 8 მატჩი გამართა. აქედან გაიმარჯვა 2 შეხვედრაში, დამარცხდა ამდენივეში და ფრედ  4  ითამაშა.  ბურთების შეფარდება 9:5. აღსანიშნავია 5:0 გამარჯვება სტალინოს შეხტიორთან 1949 წელს. ასევე გამარჯვებით დაასრულა 1988 წელს შეხვედრა დინამომ ვილნიუსში ადგილობრივ ჟალგირისთან 1:0.
1959 წელს 0:1 ჩვენი გუნდი მოსკოვში ტორპედოსთან დამარცხდა. იგივე ანგარიშით დატოვეს დონეცკი თბილისელებმა 1989 წელს. ფრედ 2:2   თბილისელებმა 1950 წელს მოსკოველ არმიელებთან ითამაშეს. უგოლოდ დასრულდა თამაში ვოროშილოვგრადში ადგილობრივ ზარიასთან და დონის როსტოვში არმიელებთან, შესაბამისად 1968 და 1972 წლებში. კიდევ ერთი ფრე ჩვენმა გუნდმა 1951 წელს სტალინოს შახტიორთან ითამაშა.
რაც შეეხება ევროთასებს, დინამოელთა ტრიუმფალური სვლა თასების თასის გათამაშებაში სწორედ 17 სექტემბერს დაიწყო, როდესაც 1980 წლის შემოდგომაზე, საბერძნეთში 1/16 ფინალის პირველ მატჩში კასტორიასთან 0:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024