• Geo
  • Eng
15.09.2011
დინამო - კოლხეთი [დაპირისპირების ისტორიიდან]

17 სექტემბერს დინამო თბილისი თავის მორიგ შეხვედრას ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩაატარებს. მეექვსე ტურის მატჩი ზუგდიდში გაიმართება. ჩვენი გუნდის მასპინძელი ფოთის კოლხეთი იქნება.
ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 31-ჯერ დატოვეს მოედანი თავაწეულებმა. 8-ჯერ თამაში ფრედ დამთავრდა, ხოლო 6-ჯერ მარცხით. ბურთების შეფარდება 102:32 დინამოს სასარგებლოდ. ჩატარებული შეხვედრებიდან აღსანიშნავია დიდი ანგარიშით 5:0 გამარჯვება ფოთში, 2002 წლის 27 ოქტომბერს. ეს შედეგი XIV ეროვნულ ჩემპიონატის მე-13 ტურში დაფიქსირდა. ასევე დიდი ანგარიშით 6:1 მოიგო დინამომ, თბილისში X ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში, 1998 წლის 30 ნოემბერს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024