• Geo
  • Eng
14.09.2011
ირჟი ჰომოლა - დარწმუნებული ვარ დინამოს უპირატესობაში

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში გორში ადგილობრივ დილასთან, ჩვენი გუნდის დაცვას სამუშაო ნამდვილად არ მოჰკლებია. მასპინძლებმა განსაკუთრებით აგრესიულად მეორე ნახევარში შემოგვიტიეს. სწორედ მეორე ტაიმში მოუწია თამაშში ჩართვა დინამოს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, ჩვენი გუნდის 31 წლის ჩეხ ლეგიონერს ირჟი ჰომოლას. ირჟი საფეხბურთო ოჯახიდანაა. მამამისი ჩეხოსლოვაკიის  მე-2 ლიგის გუნდებში თამაშობდა. პატარა ჰომოლაც ფეხბურთზე 6 წლის ასაკში მიიყვანეს. ჰომოლას საინტერესო საეხბურთო კარიერა აქვს. 18 წლის ბიჭი ჩეხეთის უმაღლესი ლიგის იაბლონეცში მოხვდა. იანვარში დინამოში გადმოსვლამდეც იქ ირიცხებოდა. ირჟის საქართველოში ჩამოსლვლამდეც უთამაშია უცხოურ კლუბში. მან ერთი სეზონი თურქეთში  გაატარა. იგი მალათიასპორში 2005-2006 წლების სეზონში თამაშობდა, როდესაც გუნდი თურქეთის ელიტარულ ლიგაში ასპარეზობდა. საუკეთესო პერიოდად ირჟი პრაღის სპარტაში გატარებულ რამდენიმე სეზონს მიიჩნევს, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე და უეფას თასზე სისტემატურად გამოდიოდა. ირჟის ორი მატჩი ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მაისურით, შვეიცარიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა კი მისთვის დაუვიწყარი მოვლენაა.
ჰომოლა ყველა გუნდში დაცვის ცენტრში ასპარეზობდა.კლუბში გადმოსვლამდე ქართული ფეხბურთის შესახებ მისი ინფორმაცია მხოლოდ დინამო თბილისით შემოიფარგლებოდა. ირჟი თვლის, რომ პროფესიულ და მაღალი დონის კლუბში ამოჰყო თავი. იგი უსიამოვნოდ განცვიფრებული დარჩა პროვინციებში სტადიონების მდგომარეობით. ქართული და ჩეხური საკლუბო ფეხბურთის შედარებისას, სამშობლოში, სწორედ ინფრასტრუქტურის გამართულობას უსვამს ხაზს.
დინამოში კი თვლის, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება და ასევე აღნიშნავს იმ მეგობრულ ატმოსფეროს რომელიც დინამოში დახვდა.
ყოველდღიურად ვპროგრესირებთ და შესაბამისად დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს სეზონს ჩემპიონის ტიტულით დავასრულებთ. დინამოს სერიოზული კონკურენტები ჰყავს ზესტაფონის, ოლიმპის და ტორპედოს სახით, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის უპირატესობაში. დინამოსთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო და   რაც ალბათ მცველისთვის მთავარია უშეცდომო თამაში ვაჩვენო.ჰომოლამ ჯერ არ იცის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ   გააგრძელებს თუ არა სპორტულ კარიერას. ხოლო კითხვაზე ისურვებდა თუ არა მომავალში მწვრთნელობას- უარყოფით პასუხს იძლევა.
ირჟის უყვარს მუსიკა და ძირითადად პოპ-მუსიკას უსმენს. კითხულობს შემეცნებით და სპორტულ ჟურნალებს. ჰომოლას ასევე ძალიან სიამოვნებს გულშემატკივრის დამოკიდებულება და აღნიშნავს, გლადიატორების ხარისხიან და ერთგულ ქომაგობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024